📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქაბი ლამემ ყველაზე პოპულარული ტიკტოკერი - ჩარლი დამელიო ''ტახტიდან ჩამოაგდო''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

VidCon-ის კონფერენციისთვის, რომელიც 22-25 ივნისს ჩატარდა, ახალი, ყველაზე პოპულარული ტიკტოკერი გამოჩნდა პლატფორმაზე: 22 წლის ყმაწვილი − ქაბი ლამე სენეგალიდან, რომელიც სხვა TikTok-ების მონტაჟებითა და დუეტებით გახდა პოპულარული. იგი არასოდეს ლაპარაკობს, უსიტყვოდ შეაქვს ცვლილებები სხვების მოუხერხებელ ქმედებებში.

22 ივნისის მონაცემებით, ქაბი ლამეს 142,7 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. მან დიდი ხნის ტიკტოკერი − ჩარლი დამელიო დაჩრდილა და პირველი ადგილი დაიკავა.

დამელიომ ამის შესახებ Lightricks-თან (ვიდეოგამოსახულებების რედაქტირების აპლიკაციების მწარმოებელი კომპანია) VidCon-ზე ისაუბრა, თუმცა ტიტულის დაკარგვით დიდად განაწყენებული არ ჩანდა.

"ბოლოსდაბოლოს, ეს ტიტული ხომ მხოლოდ ტრაბახის უფლებას გაძლევს? ორი წლის განმავლობაში პირველი ვიყავი. დროა სხვამ დაიკავოს ეს ადგილი, და მე ვამაყობ ქაბით. ის ჩემი მეგობარია და ერთმანეთს არ ვმტრობთ", − განაცხადა ჩარლი დამელიომ VidCon-ის სცენაზე, − "ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ვიღაც სხვა იკავებს ამ ადგილს, ვიღაც სასიამოვნო და კარგი ადამიანი, რომელსაც მოსწონს, რასაც აკეთებს".

მან ასევე განაცხადა, რომ უკვე აქვს TikTok-ის 2400 მონახაზი და ეს საიდუმლოა!

მაგრამ TikTok-ზე დიდი ფულის გამოსამუშავებლად მხოლოდ მიმდევრები არ კმარა − მთავარი, მათი გამოყენებაა.

ჩარლი დამელიომ, მისმა დამ − დიქსი დამელიომ და მათმა მშობლებმა მთელი მედიაიმპერია შექმნეს − Hulu-ზე რეალითი შოუთი, ტანსაცმლის ხაზით Hollister-თან, მრავალ ბრენდთან გარიგებით და Snap-ის საკუთარი ორიგინალური შოუთი. დები დამელიოები და მათი მშობლები ვენჩურული კაპიტალისტები გახდნენ, ინვესტიცია განახორციელეს აპლიკაცია FaceTune-ის შემქმნელ კომპანია Lightricks-ში. მართალია, ისეთი ტიკტოკერები, როგორიცაა მაგალითად ლეიმი, ცნობილები ხდებიან, მაგრამ შავკანიანები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინფლუენსერების სიაში. ჩარლი დამელიო პირველ ადგილზეა $17,5 მილიონი წლიური შემოსავლით, ხოლო მის დას − დიქსის, $10 მილიონი აქვს.

ამ უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად, პლატფორმებმა, Snapchat და Patreon, "ინკუბატორი" პროგრამები წამოიწყეს აბორიგენი და ფერადკანიანი ტიკტოკერებისთვის, რაც მათ ადრეულ კაპიტალზე, საწარმოო რესურსებზე და მენტორობაზე აძლევს წვდომას.

პლატფორმებზე მიმდევრების საერთო რაოდენობით, მხოლოდ ერთმა, YouTube-არხმა გადალახა 200-მილიონიანი ზღვარი. ეს გახლავთ T-Series − ინდური ხმის ჩამწერი და კინოკომპანია. დღეს TikTok-ს არ აქვს მონეტიზაციის უკეთესი ვარიანტები ტიკტოკერებისთვის, მათ მხოლოდ პლატფორმის გარეთ აქვთ აქ მოხვეჭილი სახელით სარგებლის მიღების შესაძლებლობები.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ