Get All Access for $5/mo

Customer Experience (CX) Meet Up სესიები - ახალი პლატფორმა მომხმარებლისა (CX) და თანამშრომლის (EX) გამოცდილების მართვით დაინტერესებული ადამიანებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბაზარზე უფრო და უფრო რთული ხდება მხოლოდ პროდუქტით ან ფასით კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. ის რაც დღეს კომპანიებს განასხვავებს ერთმანეთისგან და გამორჩეულ ბრენდად აქცევს, პირველი რიგში საკუთარი თანამშრომლებისთვის და რა თქმა უნდა მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა.

ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებში აღნიშნული პრინციპებისა და მართვის სისტემების ინტეგრირებისთვის შეიქმნა CX Hub და დღემდე უზრუნველყოფს კომპანიების მხარდაჭერას ამ მიმართულებით.

2023 წელს CX Hub-ის ორგანიზებით პირველი მასშტაბური CX Business Summit Georgia, რამაც აჩვენა ამ თემით ქართული ბიზნეს საზოგადოების დიდი ინტერესი. შესაბამისად, უფრო გახშირებული ფორმატისთვის შემუშავდა CX Meet Up სესიების კონცეფცია. ეს ფორმატი საშუალებას აძლევს მომხმარებლისა (CX) და თანამშრომლის (EX) გამოცდილების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს ისაუბრონ და მოისმინონ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მიგნებების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკოსებისგან.

პირველი CX Meet Up ჩატარდება 10 ივლისს ფიზიკური სახით, Design Instute-ში, რომელსაც გახსნიან CX Hub-ის დამფუძნებლები ქართულ ბაზარზე CX-ის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრით. The CX Academy-იის დამფუძნებელი Michael Killeen კი ჩაატარებს ონლაინ მასტერკლასს თემაზე: Managing Customer Experience with the help of CX Excellence Framework. CX Meet Up-ზე დასასწრებად ბილეთები განთავსებულია TKT.ge-ზე.

Michael Killeen მრავალი წელია მუშაობს ამერიკისა და ევროპის ბაზარზე. შექმნილი აქვს "პაციენტების გამოცდილების მართვისა" და მომხმარებლის ლოიალობის პრგორამები Harley Davidson H.O.G., Hilton Honours და American Airline FFP-სთვის.

The CX Academy წარმოადგენს ირლანდიულ კომპანიას, რომელიც 80-მდე ქვეყანაში ოპერირებს და აქვს Customer Experience (CX) სერტიფიცირების სხვადასხვა ფორმატები, მათ შორის Glasgow Caledonian University-ის მიერ აკრედიტირებული პროგრამა. წელს უკვე CX Hub-ისა და The CX Academy-ის პარტნიორობის ფარგლებში ქართველ აუდიტორიასაც ეძლევა საშუალება ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით The CX Academy-იის კურსებზე. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ CX Hub-ს მეილზე: info@cxhub.ge

გარდა ამისა, CX Hub აგრძელებს აქტიურ მუშაობას Customer Experience (CX) Business Summit 2024-ზე, რომელიც არაერთი საერთაშორისო CX Professional სპიკერით იქნება დაკომპლექტებული. ეტაპობრივად გაგიზიარებთ დეტალებს წლის მთავარ CX ღონისძიებაზე. პარტნიორობით დაინტერესებულ კომპანიებს კი შეუძლიათ, მიმართონ CX Hub-ის გუნდს მეილზე info@cxhub.ge. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს CX Hub-ის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოში პირველი CX Business Summit-ი, რომლის Keynote Speaker იყო კანადელი ექსპერტი და CX გურუ - Shaun Belding. სამიტს დაესწრო 250 ადამიანი, 70-მდე ქართული კომპანიიდან.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი