5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ეფექტიანი კომუნიკაცია აუცილებელია ნებისმიერ სამუშაო ადგილზე. იგი დადებითი და პროდუქტიული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ამასთან, თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობასაც და, საბოლოოდ, უკეთესი შედეგები მოაქვს ბიზნესისთვის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრ თანამშრომელს და მენეჯერს დახმარება სჭირდება კომუნიკაციაში. ხშირად არაეფექტიანმა კომუნიკაციამ შესაძლოა გაუგებრობები გამოიწვიოს, ენთუზიაზმი ჩაუქროს თანამშრომლებს და პროდუქტიულობა დააკარგვინოს.
ქვემოთ ხუთ ნაბიჯს გაეცნობით, რომლებიც დაგეხმარებათ საუკეთესო ურთიერთობები დაამყაროთ თქვენს გუნდთან.
1. აქტიურად მოუსმინეთ
ლიდერებისთვის აქტიური მოსმენა ეფექტიანი ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ლიდერებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, რას ამბობენ მათი გუნდის წევრები, შესაბამისი შეკითხვები დაუსვან მათ და საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარონ, რაც დაადასტურებს, რომ მათთვის ეს საკითხი გასაგებია. ლიდერებს, რომლებიც აქტიურად უსმენენ გუნდის წევრებს, მათ აზრებსა და გრძნობებში წვდომაც შეუძლიათ, მათი პრობლემების გაგებაც და მათთან უფრო მყარი ურთიერთობაც.
აქტიური მოსმენა მოსაუბრესთან სრულ ჩართვას გულისხმობს − როგორც ვერბალურად, ისე არავერბალურად, თქვენ ასე მოახდენთ საკუთარი ინტერესის დემონსტრირებას საკითხის მიმართ და იმისაც, რომ ყველაფერი გასაგებია. აქტიური მოსმენის მიზანი ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა და როგორც პიროვნული, ისე პროფესიული ურთიერთობების დამყარებაა.
2. დააზუსტეთ, რა მოლოდინი აქვთ თქვენი გუნდის წევრებს
ლიდერებისთვის ეფექტიანი კომუნიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, გუნდისთვის მკაფიო და ლაკონიური ინსტრუქციების მიწოდებაა. ნათლად ჩამოყალიბებული მოლოდინი გაუგებრობებისა და შეცდომების თავიდან აცილებას უწყობს ხელს, რადგან გუნდის წევრებს აღარ სჭირდებათ გარკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ. ხელმძღვანელებს, რომლებიც მკაფიო ინსტრუქციებს იძლევიან, გარანტირება შეუძლიათ, რომ მათი გუნდები საერთო მიზნის მისაღწევად ერთსა და იმავე საკითხზე მუშაობენ.
ქვემოთ მარტივი საგზაო რუკაა მოლოდინის დასაზუსტებლად:
1. ნათლად ჩამოაყალიბეთ დავალება ან პროექტი: დავალებასა ან პროექტზე სათანადოდ ისაუბრეთ. კერძოდ, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი. მიზნები, ვადები და სხვა შესაბამისი დეტალებიც დააზუსტეთ.
2. დაინტერესებული მხარეები გამოავლინეთ: სრული ინფორმაცია წარმოადგინეთ, თუ ვინ ჩაერთვება ამოცანაში ან პროექტში, მათ შორის, გუნდის წევრები, დაინტერესებული მხარეები ან სხვა პირები.
3. მოლოდინი განიხილეთ: ლიდერებმა მოლოდინზე თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან უნდა ისაუბრონ, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ნათელია და ისიც გასაგებია, დავალებასთან ან პროექტთან დაკავშირებით თქვენ რა გაღელვებთ. ეს შეიძლება მოიცავდეს მიზნებს, ვადებს, რესურსებს და სხვა შესაბამის დეტალებს.
4. მოლოდინი დოკუმენტურად დაადასტურეთ: განხილული მოლოდინი დაასაბუთეთ, მათ შორის, კონკრეტული დეტალები, როგორიცაა, ვადები, შედეგები და პასუხისმგებლობები. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ამ დოკუმენტაციაზე პროექტის ყველა მონაწილეს მიუწვდება ხელი.
5. დაადასტურეთ, რომ თქვენი მოლოდინი ყველასთვის გასაგებია: დაადასტურეთ, რომ თქვენი მოლოდინი ყველა დაინტერესებული მხარისთვის გასაგებია და მათ ყველა ეთანხმება. ამისთვის თითოეულს უნდა სთხოვოთ შეჯამება, კონკრეტულად რა ევალება, რომ დაბნეულობა და უთანხმოება არ იყოს.
6. პროგრესს ადევნეთ თვალყური: მთელი დავალების ან პროექტის მსვლელობისას ადევნეთ პროგრესს თვალყური, დარწმუნდით, რომ მოლოდინი გამართლდა და აუცილებელი შესწორებებიც შეიტანეთ. ეს შეიძლება რეგულარულ შემოწმებასაც გულისხმობდეს, ანგარიშების წარდგენასაც მუშაობისას და გამოხმაურებების სესიებსაც.
3. მათი ნამუშევარი შეაფასეთ და მათი მოსაზრებებიც მოისმინეთ
ეფექტიანი კომუნიკაცია ლიდერებისგან მხოლოდ მკაფიო ინსტრუქციების მიწოდებას კი არა, გონივრულსა და შედეგიან უკუკავშირსაც მოითხოვს. შეიძლება გამოხმაურება გუნდის წევრებს მუშაობის გაუმჯობესებაში დაეხმაროს, ასევე, ახალი უნარების განვითარებასა და მიზნების მიღწევაში. თუმცა, ეს მოსაზრებები მათ კონსტრუქციულად და პატივისცემით უნდა მიაწოდოთ. ლიდერები, რომლებიც კონსტრუქციულად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, თავიანთ გუნდებს ზრდასა და გაუმჯობესებაში ეხმარებიან და ამასთან, პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნებაშიც.
კონსტრუქციული გამოხმაურების მიზანია, გუნდის წევრს დავალების უკეთ შესრულებაში დაეხმაროს და უკეთესი უნარები ან ქცევა გამოავლინოს. გამოხმაურება კრიტიკული ან უარყოფითი კი არა, სასარგებლო უნდა იყოს.
კონსტრუქციული გამოხმაურება, როგორც წესი, კონკრეტულ, პრაქტიკულ წინადადებებს გულისხმობს მუშაობის გაუმჯობესების გზების შესახებ. გამოხმაურება დაკვირვებებსა და ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს, და არა ვარაუდებს ან პირად მოსაზრებებს. ის ინდივიდზე კი არა, ქცევაზე ან შესრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ეფექტიანი კონსტრუქციული გამოხმაურება პატივისცემასა და მხარდაჭერას გულისხმობს, მას კონფრონტაციის ან ბრალდებების სახე არ უნდა ჰქონდეს. ამის ნაცვლად, ისე უნდა მიაწოდოთ გუნდს, რომ წაახალისოთ, თითოეული საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეს და პოზიტიური ცვლილებები განახორციელოს.
კონსტრუქციული გამოხმაურება აუცილებელია, რადგან ის ადამიანებს ზრდაში, თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება. თქვენი მოსაზრებები კონკრეტული, ქმედითუნარიანი უნდა იყოს და ადამიანს საქმიანობის გაუმჯობესებასა და მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.
4. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ და გააცანით თქვენი მიზნები
მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება და გუნდისთვის გაცნობა ნიშნავს, რომ ისინი ადვილად გასაგები, არაორაზროვანი და კონკრეტული უნდა იყოს. როდესაც მათ მიზნებს ნათლად გააცნობთ, თითოეულ მათგანსაც დაეხმარება და გუნდსაც იმის გაგებაში, თუ რაზე მუშაობენ, რატომ არის ეს აუცილებელი და რას მოელიან მათგან.
მიზნების მკაფიო კომუნიკაციის რამდენიმე ძირითადი კომპონენტი არსებობს:
1. სპეციფიკურობა: მიზნები ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული, კონკრეტული დეტალებით იმის შესახებ, თუ რის მიღწევაა საჭირო, ვის მიერ და როდის.
2. შესაბამისობა: მიზნები ორგანიზაციის საერთო მისიას ან მიზანს უნდა შეესაბამებოდეს, და გუნდის ან ინდივიდის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს.
3. სიცხადე: მიზნები ისე უნდა იყოს გადმოცემული, რომ ადვილად გასაგები და არაორაზროვანი იყოს, რათა არასწორი ინტერპრეტაცია და დაბნეულობა არ გამოიწვიოს.
4. ანგარიშვალდებულება: მიზნები ინდივიდებთან ან გუნდებთან უნდა იყოს დაკავშირებული და სრულიად მკაფიოდ იყოს განსაზღვრული, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე.
5. გამოხმაურება: რეგულარული გამოხმაურება აუცილებელია, რათა პროგრესს ადევნოთ თვალყური მიზნების მიღწევის გზაზე და საჭირო ცვლილებებიც შეიტანოთ.
მიზნების ნათლად ჩამოყალიბებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ძალისხმევის გაერთიანებას უწყობს ხელს საერთო მიზნისკენ სვლის გზაზე და საფუძვლებს ქმნის პროგრესისა და წარმატების შესაფასებლად. როდესაც ყველას აქვს გაცნობიერებული, რაზე მუშაობს, ეს გუნდში ან ორგანიზაციაში ერთიანობისა და საერთო მიზნის განცდის შექმნას უწყობს ხელს.
5. ივარჯიშეთ და მოქნილი იყავით
მუდმივი ძალისხმევა და ვარჯიშია აუცილებელი, რათა ლიდერებმა ეფექტიანი ურთიერთობების დამყარება შეძლონ გუნდთან, რომლის წევრებისგან ინფორმაციის მიღებას, კომუნიკაციის პროგრამებზე დასწრებას, აქტიურ მოსმენას და მკაფიო კომუნიკაციას გულისხმობს ყოველდღიურ ურთიერთობებში. კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება პრაქტიკისა და გამოხმაურების საშუალებით ხდება, და ლიდერები მზად უნდა იყვნენ განუწყვეტლივ იმუშაონ თავიანთ კომუნიკაციის უნარებზე, რათა უფრო ეფექტიანები გახდნენ.
ამასთან ერთად, ხელმძღვანელებმა თავიანთი კომუნიკაციის სტილის მორგება უნდა შეძლონ სხვადასხვა სიტუაციასა და აუდიტორიაზე. გუნდის ზოგიერთ წევრს შესაძლოა სულ სხვა ურთიერთობები მოსწონდეს, მაგრამ ლიდერებს უნდა შეეძლოთ საკუთარი კომუნიკაციის სტილის შესაბამისად შეცვლა. ლიდერები, რომლებსაც ადაპტირება შეუძლიათ, უფრო სტაბილურ ურთიერთობებს დაამყარებენ თავიანთი გუნდის წევრებთან და გაცილებით ინკლუზიურ სამუშაო გარემოს შექმნიან.
ეფექტიანი კომუნიკაცია აუცილებელია ნებისმიერ სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად. თუმცა, შესაძლოა ამ საუკეთესო მეთოდებმა ძალისხმევა და პრაქტიკა მოითხოვოს, მაგრამ არ დაივიწყოთ − ეფექტიანი კომუნიკაცია იმდენად სასარგებლოა, რომ ნამდვილად ღირს თავის შეწუხება.