Get All Access for $5/mo

ფაზლის უჩინარი ნაწილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესი ორგანიზაციებს ისე უყურებს, როგორც ცოცხალ ორგანიზმებს. ამ თვალსაზრისით ორგანიზაციის სივრცეში მოტივაციის ზრდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცალკეული ინდივიდისთვის. ამიტომ, მზრუნველი მენეჯმენტი ძალღონეს არ იშურებს, რათა თანამშრომლებს სწავლის, განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზოს. ასეა ორგანიზაციებს მიღმაც. წესით, ადამიანებს ჩვენი პიროვნების განსავითარებლად ყველა პირობა და შესაძლებლობა გვაქვს. ამ კუთხით საზოგადოებაშიც და ორგანიზაციებშიც ორი პარალელური სინამდვილე არსებობს: ერთი ხილული და აღქმადი, მეორე კი უჩინარი და მეტყველი.

ბერტ ჰელინგერი კათოლიკე მღვდელი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანების არაადამიანურობამ გააწბილა და რთულ შეკითხვებზე მარტივი პასუხების მისაღებად ზულუს ტომებთან გადაიხვეწა. სანდო თავშესაფარში გარიყულმა ჰელინგერმა ლამის ორი ათეული წლის განმავლობაში საჭირო ცოდნა დააგროვა და ჭეშმარიტების საიდუმლოებებით დახუნძლულმა ფიქრის ახალ სკოლას დაუდო სათავე. ჰელინგერმა მისი თვალსაზრისის ფორმირება ოჯახური/სისტემური განლაგებების მოძღვრების სახით შემოგვთავაზა. ეს მოძღვრება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როდის და საიდან იწყება მწვავე კრიზისები სხვადასხვა მასშტაბის სოციალურ ჯგუფში − ოჯახი იქნება ეს, ორგანიზაცია თუ სოციუმი მასშტაბურ დონეზე. ჰელინგერის სისტემური განლაგებების იდეოლოგიის თანახმად, ჯგუფური დინამიკა მარტივ პრინციპებს ეფუძნება. სანამ ამ პრინციპების უარყოფას ან გაუფასურებას შევეცდებოდეთ, ღირს მათზე დაფიქრება მაინც.

ზულუს ტომებზე დაკვირვებით ჰელინგერმა დაადგინა, რომ არსებობს უკიდურესად სიღრმისეული და დაფარული სინამდვილე, რომელიც შეუქცევადი დინამიკის სახით, ჩვენი მენტალური თუ ემოციური ყოფიერების მიღმა თავად განსაზღვრავს მოძრაობის მიმართულებებს. ამ დაფარულ დინამიკას ოჯახის სული/Family Soul ჰქვია და ის საკუთარ, უნივერსალურ კანონზომიერებაზე დგას. ამ კანონზომიერების მერტმთლიანობაშია. სოციალური ჯგუფის სიდიდისა და არსობრივი კონსტიტუციის მიუხედავად, უხილავი დინამიკა ასე გამოიყურება: როდესაც რომელიღაც სისტემიდან სხვადასხვა ფორმით თუ მიზეზით ხდება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების გარიყვა, სისტემის მთლიანობა ირღვევა. აღნიშნულის შედეგად კი თეორიულადაც შეუძლებელია, რომ სისტემურმა რგოლმა, რომელმაც თავად მოიკვეთა საკუთარი ნაწილი, სრულყოფილება ან ბედნიერება განიცადოს.

იადამიანების თუ ადამიანთა ჯგუფების გარიყვა სხვადასხვა სოციალურ რგოლში სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს. ოჯახურ სისტემაში, ორგანიზაციასა თუ სოციუმის მასშტაბურ დონეზეც ადამიანები ფაზლის უჩინარი ნაწილი 74 ivnisi 2023 სხვადასხვა ფორმით ირიყებიან: მათ ვერ ხედავენ, არ იღებენ, არ აღიარებენ, მათ არსებობის უფლებას საჭირო ვალიდაციას არ ანიჭებენ, მხარდაჭერას ან შემწყნარებლობას აკლებენ და ასე, თანდათან ივიწყებენ.

სისტემიდან მოკვეთილი ინდივიდი, სოციუმის დონეზე კი ინდივიდთა ჯგუფები, ამგვარი გარიყვის შედეგად მწვავედ იტანჯებიან. ამის გამო კი მათი გარიყვით გამოწვეული სიჩუმე ხმაურობს. რაც უნდა შორ დისტანციაზე გასტყორცნოს ოჯახმა საკუთარი წევრი, ორგანიზაციამ თანამშრომელი და სოციუმმა უმცირესობათა ჯგუფები, ფანტომური ტკივილის მსგავსად, მოკვეთილი ნაწილები ისევ მტკივნეულია. თუ ამ მაგალითს ორგანიზაციულ დონეზე გავიაზრებთ, ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, რომ თანამშრომლის გარიყვაში მისი ფიზიკური დისტანცირება არ მოიაზრება. ადამიანების ერთობის ხარისხს, საბოლოო ჯამში, მათი იდეების ერთობა განაპირობებს და არა მათ შორის არსებული ფიზიკური დისტანციით განსაზღვრული მანძილი. მაგრამ საიმისოდ, რომ ადამიანებს შორის ღირებულებებში ერთობა მოისინჯოს, საერთო დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა ყველას თანაბრად უნდა მიეცეს. აქ უადგილო არ უნდა იყოს ცნობილი ტერმინების − Equality-ისა და Equity-ის მიმართებების შეხსენება.

ფორმალურ დონეზე უზრუნველყოფილი თანასწორობა არასდროსაა საკმარისი ხარისხიანი კომუნიკაციის დასამყარებლად. საქმე ისაა, რამდენად ორგანულადაა ჩართული ყველა მონაწილე საერთო დისკუსიაში, რამდენად ენიჭება თითოეულ მათგანს თვითრეალიზების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და საჭირო დროს საჭირო უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა − კონსტრუქციული კრიტიკა იქნება ეს, გულწრფელი მადლიერება თუ სასიცოცხლოდ აუცილებელი მხარდაჭერა.

სტუდენტებთან ჩემი მუშაობის 17-წლიანი პრაქტიკა მაჩვენებს, რომ ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში ყველაზე დემოტივირებული და გარიყული სტუდენტებიც კი სიცოცხლეს უბრუნდებიან. იგივე ხდება ოჯახშიც, ორგანიზაციებშიც და სოციუმშიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა არ დავიშუროთ, ყოველდღე მაქსიმალურად ვეცადოთ, ყველა და ყველაფერი დავინახოთ, რათა არავინ და არაფერი გამოგვრჩეს. ამ თვალსაზრისით, ჰელინგერის სისტემა იმედს გვინერგავს. ოჯახის სული გამთლიანების მოუსვენარი ენერგიაა, რომელიც დისჰარმონიის გამოსასწორებლად ყველაფერს იღონებს. თუმცა, მხოლოდ ოჯახურ სულზე მინდობა ზრდასრულ და წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანებს არ გვეპატიება. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ამ გამთლიანებისთვის ვიშრომოთ ყველა დონეზე: საკუთარი თავიდან დაწყებული, ყველა სისტემის ჩათვლით, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. სწორედ ესაა ჩვენი უმთავრესი ადამიანური დანიშნულება − დროულად შევამჩნიოთ ფაზლის უჩინარი ნაწილები ჩვენშიც და ჩვენ მიღმაც.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან