Get All Access for $5/mo

''მეიჯერელი'' – თანამშრომლებზე ზრუნვა და ორგანიზაციული წინსვლა პანდემიის პირობებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეიჯერელი

კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მთლიანად შეიცვალა კომპანიების ყოველდღიური საქმიანობა. გარკვეულ ორგანიზაციებს მოუწიათ საოპერაციო პროცესების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა. "მეიჯერელმა" მარტის თვეში წარმატებით დანერგა დისტანციური სამუშაო პროცესები და დღეს 1200-მდე თანამშრომელი შინიდან ემსახურება მომხმარებლებს. ამასთან ერთად, კომპანია კვლავ განაგრძობს დასაქმებას, კადრების შერჩევის პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება.
ქვეყანაში პირველივე შემთხვევის დაფიქსირებიდან "მეიჯერელის" სამივე ოფისში დაინერგა სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეგულაცია, კომპანია რეგულარულად ახდენდა ოფისების სრულ დეზინფექციას; სველი წერტილები და ოფისის სხვა სივრცეები მომარაგდა საჭირო ინვენტარით, განთავსდა სპეციალური საინფორმაციო ბანერები, სადაც COVID-19-თან დაკავშირებული ყველა ტიპის რეკომენდაციაა მითითებული. არსებული რისკის გამო, მთლიანად გაუქმდა საზღვარგარეთ მივლინებები; შეხვედრები და ტრენინგები გადავიდა ონლაინრეჟიმზე, თანამშრომლები, რომლებიც დაბრუნდნენ მოგზაურობიდან, ან ჰქონდათ კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან, ვალდებული იყვნენ დაეცვათ 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდი. კომპანიაში ჩამოაყალიბეს COVID19-ის პანდემიის გუნდი, რომელიც აკონტროლებს მიმდინარე სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციური მუშაობის დასანერგად მზად არცერთი კომპანია და თანამშრომელი არ ყოფილა, თუმცაღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი წარმატებით ადაპტირდა გარემოსთან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მეიჯერელი" საერთაშორისო კომპანიაა და გარკვეული ტიპის შეხვედრები და პროცესები ისედაც ონლაინრეჟიმში ხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს გამოცდილება ორგანიზაციას გაციფრულების პროცესების დანერგვაში დაეხმარა.

"მეიჯერელის" მთავარი ღირებულება თანამშრომლები და სამუშაო გარემოა: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უსაფრთხოება, მოტივაცია და ხშირი კომუნიკაცია. ამისთვის ვახორციელებთ ონლაინშეხვედრებს, სადაც თანამშრომლებს ვაცნობთ არსებულ სიტუაციას და სამომავლო გეგმებს, ასევე განვახორციელეთ კვლევა, რათა გაგვერკვია შინიდან მუშაობის პროცესით კმაყოფილების/უკმაყოფილების დონე. აღსანიშნავია, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ადმინისტრაციის თითოეული გუნდის წევრი, რათა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მივაწოდოთ თანამშრომლებს", – აღნიშნავს ალექსანდერ მირონენკო, "მეიჯერელ საქართველოს" დირექტორი.

"მეიჯერელში" მიაჩნიათ, რომ ეს არის კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნის პერიოდი, რადგან დღევანდელ რეალობაში ყველამ დავინახეთ, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ციფრულ პროდუქტებსა და ონლაინ სამუშაო პროცესებს. კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა აღმოაჩინა ახალი შესაძლებლობები, რომელიც მოაქვს გაციფრულებას. ამ ეტაპზე, გუნდის მთავარი მიზანია თანამშრომლების უსაფრთხოება, ონლაინ სამუშაო პროცესების კიდევ უფრო დახვეწა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და გუნდის ზრდა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს