My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ
15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად
ფოტო: Pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიზნების ზუსტად განსაზღვრა საინტერესო და წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ჩვენი მიზნების გარშემო ტრიალებს − მომავალთან დაკავშირებული გეგმა იქნება ეს თუ იმედი და ხედვა, ყველაფერი, რაც კი რამ გვსურს. მიუხედავად ამისა, მიზნების მიღწევას უმეტესად ვერ ვახერხებთ. ეს იმიტომ, რომ ადამიანები ვართ და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ადვილია.

რა არის საჭირო მიზნების მისაღწევად? როგორ უნდა განვახორციელოთ ისინი? ყველა დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, თუ დღეიდანვე შეუდგებით ფიქრს ამ 15 ნაბიჯზე.

1. იფიქრეთ თქვენს ყოვლისმომცველ მიზნებზე

შესაძლოა ახალი მიზნის დასახვამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი საკითხის გარკვევა იყოს − როგორი ცხოვრება გსურთ და შეესაბამება თუ არა თქვენს ხედვას ეს მიზანი? 

მიზნების დასახვა უნდა იყოს თქვენი ცხოვრების ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ნაწილი. გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სამუშაო დღე? რა გაღელვებთ ცხოვრებაში? რა სფეროში გსურთ მეტის გაგება? როგორ ადამიანებთან მოგწონთ ყოფნა?

მსგავსი სტატია: 25 ბრძნული ციტატა ანტრეპრენერების მოტივაციისა და შთაგონებისათვის

2. ყველაფერი ფურცელზე ჩამოწერეთ

მიზნების ჩამოწერით გამოიკვეთება, რისი მიღწევის იმედი გაქვთ და ამ მარტივი ნაბიჯით ყველაფერი გონებაში დაგიფიქსირდებათ, შემდეგ ტვინიც „იძულებული გახდება“ მის მისაღწევად იმუშაოს. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, მიზნებს 24%-ით მეტი ალბათობით მიაღწევთ, თუ მათ იწერთ.

3. იდეების განხილვა აუცილებელია

უკვე ზუსტად იცით, რისი მიღწევა გსურთ; ახლა სტრატეგია უნდა დაამუშაოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ ამის მისაღწევად. საფუძვლიანად უნდა განიხილოთ, ამ გზაზე რა მთავარი ამოცანების გადაჭრა და რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. რომელიღაც ნაბიჯი პრიორიტეტული ხომ არაა? რომელიღაც ამოცანა სასწრაფო ხომ არაა? ზუსტად განსაზღვრეთ, რა და როგორ უნდა დაიწყოთ.

4. მოიფიქრეთ მოქმედებების გეგმა

მოქმედებების გეგმა ერთგვარი საგზაო რუკაა, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გზამკვლევად უნდა გამოიყენოთ. ის დაგეხმარებათ, არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გამოგრჩეთ მხედველობიდან. წარმოიდგინეთ, რომ ეს მცირე გეგმების დასახვა დიდი მიზნების პატარა ნაბიჯებად დაყოფაა. ასეთ შემთხვევაში, მიზანი ნაკლებად რთული და გაცილებით ადვილად მიღწევადი მოგეჩვენებათ. ნათლად გამოკვეთეთ, რისი მიღწევა გსურთ ყოველ ეტაპზე.

5. თქვენი გეგმები კონკრეტული უნდა იყოს

მოქმედებათა გეგმის გარდა, ორიენტირები უნდა განსაზღვროთ, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამთ, აუცილებლად შეესაბამებოდეს თქვენს გლობალურ ხედვას. მთავარი ეტაპებით უნდა დაიწყოთ და კონკრეტულ მცირე გეგმებზე გადახვიდეთ, გარანტია უნდა გქონდეთ, რომ გზიდან არ გადაუხვევთ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ დადგენილი ვადები სრულიად გონივრულია და ამასთან ერთად, წინ მიიწევთ. სავარაუდოდ, რა დრო დაგჭირდებათ მთავარი მიზნის მისაღწევად? ცოტა ხანს შეისვენეთ, გეგმას გადახედეთ და კონკრეტული ვადები დაადგინეთ − თვეები, კვირები და წლები.

6. მოქმედებაზე გადადით

აწმყოზე უკეთესი დრო არასოდეს დადგება. რაღაცით ხომ უნდა დაიწყოთ? გამბედაობა მოიკრიბეთ და მოქმედებაზე გადადით. ასე თუ არ მოიქცევით, მიზნებს ვერასოდეს მიაღწევთ. პირველი ნაბიჯის გადადგმა შესაძლოა შიშს გგვრიდეთ. შესაძლოა რთული იყოს, რადგან ჯერ კიდევ თქვენი გეგმის დეტალებზე მუშაობთ და გაწუხებდეთ, რომ მზად არ ხართ; მაგრამ დაიწყეთ და გზაზე ყველაფერში გაერკვევით.

მსგავსი სტატია: „შესაფერისი მომენტი" მითია

7. იფიქრეთ თქვენს ნიჭსა და გამოცდილებაზე

დაფიქრდით, რა არის აუცილებელი თქვენი დიდი გეგმის თითოეული ამოცანის შესასრულებლად. ამაში თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების ობიექტურად შეფასება დაგეხმარებათ. გაქვთ თუ არა აუცილებელი უნარები და გამოცდილება თითოეული ნაბიჯის გადასადგმელად.

ხომ არ არის საკითხები, რომლებშიც უკეთ უნდა გაერკვეთ? ან იქნებ ვინმეს უნდა სთხოვოთ დახმარება ზოგიერთი ამოცანის შესრულებისას? რომელი სფეროები მოგწონთ ყველაზე მეტად? თქვენი ნიჭი და გამოცდილება რის მიღწევაში დაგეხმარებათ ყველაზე უკეთ?

8. ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანები სხვებს გადაეცით

თუ დიდი, შორს მიმავალი მიზანი ან ოცნება გაქვთ, მის განხორციელებაში სავარაუდოდ დახმარება დაგჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი გუნდის და ისეთი გარემოცვის შექმნა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ალბათ დამხმარე ან თანამშრომელი გეყოლებათ, რომელსაც ამოცანებს გადააბარებთ. შტატგარეშე თანამშრომლების აყვანაზე რას იტყვით? მეტი ყურადღება იმ სფეროებზე გაამახვილეთ, რაშიც ძლიერი ხართ, ხოლო რაშიც ცოტა არ იყოს სუსტი − სხვებს გადაეცით ან დახმარება ითხოვეთ.

9. წარმატებისთვის განეწყეთ

მიზნების მიღწევაში წარმატების მოპოვებას ხშირად განწყობა განსაზღვრავს, დადებითი − წარმატების საწინდარია. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და ამასთან ერთად, მზად ხართ, შეცდომებზე ისწავლოთ. პოზიტიურ განწყობას უპირველესი მნიშვნელობა აქვს იმ ყველაფრის გადასატანად, რაც გზად შეგხვდებათ. მარცხმა და წარმატებებმა კი შესაძლოა თავგზა აგიბნიოთ და ყველაფერი მოგბეზრდეთ.  ასეთ დროს დადებითი განწყობა დაგეხმარებათ, ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი გზას გაგიკვალავთ და იმის ნათლად წარმოდგენაში დაგეხმარებათ, თუ როგორ „აღწევთ“ თქვენს მიზანს.

10. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა

წარმოიდგინეთ, რომ ამ ეტაპზე უკვე მომწიფებული ხართ, საკუთარი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გაქვთ და ისიც იცით, რა უნდა გააკეთოთ თქვენი მიზნის მისაღწევად (ისიც, რა უნდა გააკეთოს თქვენმა პარტნიორმა).

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების საუკეთესო საშუალება მიზნების სხვებისთვის გაზიარებაა. ამიტომ თუ თქვენი პროგრესი სტაბილური არ არის, ამის აღიარება ნამდვილად მოგიწევთ. მთავარია, საკუთარ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა აიღოთ და მოტივაცია არ დაკარგოთ.

11. მოტივაციის  წყარო საკუთარ თავში ეძიეთ

მოტივაციას იმ შემთხვევაში შეინარჩუნებთ, თუ საკუთარი ცხოვრების შესაბამის გეგმებს დასახავთ. თქვენი მიზნები რეალური და დროული უნდა იყოს. მოტივაციის შენარჩუნებაში ეს დაგეხმარებათ და წინსვლის სტიმულსაც მოგცემთ. საუკეთესოა ის მიზნები, რომლებიც თქვენს მოტივაციას უკავშირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი,  რომლებისკენაც შინაგანად ისწრაფვით.

მსგავსი სტატია: თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

12. ეცადეთ, მოჭარბებული შრომისმოყვარეობა მოთოკოთ

ნებისმიერი მიზნის მიღწევა თქვენგან საუკეთესო ჩვევების გამომუშავებას და თქვენი მოვალეობების შესრულებას მოითხოვს. წარმატება იოლად, ერთ საათში არ არ მიიღწევა, ყოველდღიური შრომით უნდა სცადოთ. შრომის ნაყოფიერების ამაღლებაში სათანადო ჩვევების გამომუშავება და ტექნიკის შესწავლა დაგეხმარებათ.

ჯანსაღი ჩვევები − საკმარისი ძილი, კარგი კვება და საკუთარ თავზე ზრუნვა, აუცილებლად მოგცემთ ენერგიას და ამტანს გაგხდით. ისეთი ჩვევები კი, როგორებიცაა პრიორიტეტების დასახვა, ეფექტური მუშაობა და ყურადღების კონცენტრაცია, მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ მიზნების მიღწევას.

13. გამოიკითხეთ საზოგადოების აზრი

საზოგადოების აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენი მუშაობის გაუმჯობესებასა და მიზნების მიღწევაში. შესაძლოა, თქვენ ერთს ფიქრობდეთ, მაგრამ გარშემომყოფებს სრულიად სხვა აზრი ჰქონდეთ იგივე საკითხზე. რჩევა ჰკითხეთ მათ, ვისაც პატივს სცემთ და ენდობით. 

კონსტრუქციულ კრიტიკაზე კარგად დაფიქრდით. დაინტერესდით ყველაფრით − როგორც ცუდით ისე კარგით, რასაც სხვები თქვენზე ამბობენ. უკუკავშირი ყველაზე იაფფასიანი და ძლიერი მეთოდია იმის დასადგენად, თუ როგორ აფასებენ ადამიანები თქვენს საქმიანობას. იგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმის შესაფასებლადაც, თუ რამდენად კარგად შეესაბამებით დადგენილ სტანდარტს.

14. შეაფასეთ, როგორ მუშაობს გეგმა

როგორც კი თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზას შეუდგებით, დრო გამონახეთ და დაადგინეთ, როგორ მიდის საქმე − გეგმა კარგად მუშაობს თუ არა? ეტევით თუ არა ვადებში, რომელიც საკუთარ თავს დაუწესეთ. პერიოდულად კიდევ ერთხელ შეაფასეთ თქვენი მიზნები. ნახეთ, სადმე ხომ არ ჩამორჩით და შესაბამისი კორექტივები შეიტანეთ.

15. თუ საჭირო გახდა, თავიდან დასახეთ გეგმები

გახსოვდეთ, რომ ცვლილებები თქვენი ცხოვრების ნაწილია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოქნილი უნდა იყოთ. თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც ვარაუდობდით, შესაძლოა ალტერნატიული გეგმა დაგჭირდეთ. მხოლოდ მიზნებზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას, საბოლოო შედეგი არ დაივიწყოთ. დაფიქრდით − ცვლილებებისა და კურსის შეცვლის დრო ხომ არ არის? თუ ასეა, რაც მალე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი.  

უზომოდ მნიშვნელოვანია ყოველი გამარჯვების აღნიშვნა. გახსოვდეთ, რომ ამ გზაზე ყველაფერი მნიშვნელოვანია − როგორც პროცესი, ისე შედეგი. მაგრამ თუ გამუდმებით მომავალზე ღელავთ, მიზნის მიღწევამდე ალბათ ემოციური გადაწვის სინდრომს თავს ვერ დააღწევთ.

საკუთარი თავი მცირე გამარჯვების შემთხვევაშიც კი შეაქეთ, ხოლო მნიშვნელოვანი წარმატების აღსანიშნავად სპეციალურად გამოყავით დრო. ეს იმის აღიარებაა, რომ რასაც აკეთებთ, ნამდვილად აღმაფრთოვანებელი და მნიშვნელოვანია. ეს იმ ადამიანების უკეთ გაცნობის საშუალებას მოგცემთ, რომლებმაც დახმარება გაგიწიეს ამ გზაზე. გარდა ამისა, თქვენი მიღწევების აღნიშვნა იმისთვისაცაა მნიშვნელოვანი, რომ მოტივაცია შეინარჩუნოთ და წარმატებისკენ სვლა გააგრძელოთ!

More from Entrepreneur

David provides constructive insight to help businesses focus on their company growth, build brand awareness and know when and how to raise money.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur