მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, ფლორა, ფაუნა და გარემოს დაცვა

მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, ფლორა, ფაუნა და გარემოს დაცვა
ფოტო: Entrepreneur.ge
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყოველ 5 წუთში მსოფლიო მასშტაბით პლასტმასის 2 მილიონი ბოთლი იყიდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფრენის დროს, 6 საათში ერთხელ პლასტმასის მილიონ ჭიქას გამოიყენებენ. პლასტმასის ბოთლები ყველგანაა და ყველაფრისთვის გამოიყენება − წყალი, გაზიანი და მინერალური სასმელები. ყველასათვის ცნობილია, რომ პლასტმასის, ანუ ეგრეთ წოდებული პეტის ბოთლები მოხმარების მაღალი მაჩვენებლით სარგებლობს, თუმცა ძალიან რთულად დეგრადირებადია.

სხვადასხვა ტიპის პლასტმასის ბოთლებს, სხვადასხვა დრო სჭირდება დეგრადაციისთვის. თუმცა საშუალო ხანგრძლივობა 450 წელია. ზოგს კი საერთოდაც 1000 წელი სჭირდება. ამის პარალელურად, ჩვენ ქუჩებში ხშირად ვაწყდებით დაგდებულ ნაგავს და მათ შორის პლასტმასის ბოთლებს, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.


საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საწარმოო ნარჩენების თემას. სხვა პრინციპებს შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ეს ნიშნავს იმას, რომ მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა საკუთარ პროდუქციაზე აიღონ დამატებითი პასუხისმგებლობა, მათ მიერ წარმოშობილი ნარჩენების მართვაზე.

მწარმოებელთა გაფართებულ ვალდებულებებში განსაზღვრულია 6 ძირითადი მიმართულება. ესენია: შესაფუთი მასალისგან წარმოშობილი ნარჩენი, ასევე ელექტრონული ნარჩენები, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები, საბურავები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები.

დღეს, მი­წი­სა და წყლის ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მა­ტურ და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლად პლას­ტი­კის პარ­კე­ბი, ბოთ­ლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი, სი­გა­რე­ტის ნამ­წ­ვე­ბი გვევლინება. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში, პლას­ტი­კის პარ­კე­ბით და­ღუ­პუ­ლი ვე­შა­პე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ხშირად ვრცელდება. იღუპებიან პატარა თევზები, ვე­ღარ ხა­რო­ბენ წყალმცე­ნა­რე­ე­ბი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აღნიშნული ნარჩენები 100 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. ფილ­ტვის კი­ბო­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი 20%-ით მე­ტია იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომლებიც და­ბინ­ძუ­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობენ. ეკო­სის­ტე­მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში კი მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე ისევ ჩვენ − ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ.

შეიძლება თუ არა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ჩაითვალოს სოციალურ პასუხისმგებლობად და კონკრეტულად რას ფიქრობენ ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად? სწორედ ამის გარკვევას შევეცადეთ.

„ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სი“ ით­ვა­ლის­წი­ნებს სპე­ცი­ფიკ­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის იმგვა­რად შეგ­რო­ვე­ბას, რომ მწარ­მო­ებ­ლებ­მა, ასე­ვე იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა და ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პი­რებ­მა თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყონ სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მათი მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მუ­შა­ვდა კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც შე­ესა­ბა­მება „ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექსს“ და      შე­სა­ბა­მის ევ­რო­დი­რექ­ტი­ვებ­ს, და ემ­სა­ხუ­რე­ბა მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში და­ნერგვას.

ეს პრინ­ცი­პი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და მათ უკვე 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ დაგ­რო­ვი­ლი, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ნარ­ჩე­ნე­ბის სწო­რად მარ­თვა და გან­სა­კუთ­რე­ბით, სპე­ცი­ფი­კუ­რი  ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­კადე­ბის სწო­რად შეგ­რო­ვე­ბა და გადამუშავება ისე, რომ არ და­ი­კარ­გოს ის სი­კე­თე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის მე­ო­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად იქნას მიღებული.

მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება შესაძლოა CSR-ის კლასიკური სახეობა არ იყოს, მაგრამ სახელმწიფო ქმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, ბიზნესს და თითოეულ მოქალაქეს, იყვნენ გარემოსდაცვითი და ადამიანებზე ზრუნვის პოლიტიკის თანამონაწილენი.

დაცული გარემო და ჯანმრთელი საზოგადოება, თავის მხრივ, წარმოადგენს ბიზნესის სტრატეგიულ ინტერესს და იგი პირდაპირ დაკავშირებულია ბიზნესის ზრდასთან მომავალში. ეს ერთგვარი „იძულება“, გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიზრდება გარკვეულ ჩვევაში და მნიშვნელოვნად გაზრდის გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვის ნაწილში ნებაყოფლობითობის კომპონენტს.

სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს ბიზნესთან და საზოგადოების თითოეულ წევრთან, ვინაიდან თუკი ჩვენი ქალაქის ქუჩებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ პრობლემა ჩვენშივეა. არადა, გარემოს, სადაც ჩვენვე ვცხოვრობთ, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

 

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur