რას ნიშნავს იდეალური სამიზნე

კლიენტის მოძებნის კონცეფცია ახალბედა ანტრეპრენერთათვის
რას ნიშნავს იდეალური სამიზნე
ფოტო: Pixabay

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„თუ წარმატების მიღწევა გსურთ ბიზნესში, ნიშა მოძებნეთ“, − ამ რჩევას ანტრეპრენერების მთელი თაობები საუკუნეების განმავლობაში გადასცემდნენ ერთმანეთს. გარკვეული პროდუქტის ან მომსახურების სპეციალიზებული, ნიშა ბაზრის მოძებნა, მართლაც შესანიშნავი რჩევაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანტრეპრენერები ზუსტად ხვდებიან, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ რჩევაში.

რა დანიშნულება აქვს ნიშას

ახალი კომპანიებისა და/ან მცირე საწარმოებისთვის, მარკეტინგისა და მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისი ნიშა ბაზრის მოძებნა და მისი შენარჩუნება აუცილებელია. აქ მარტივი ლოგიკა მუშაობს: ამ ბაზარზე გასასვლელად და დიდი ბაზრის ან აუდიტორიის მომსახურებისთვის, მარკეტინგი და გაცილებით დიდი ფინანსებია საჭირო. ამასთან ერთად, როდესაც ამ ბაზარზე გახვალთ, ანუ თუ მოახერხეთ და გახვედით, დამატებითი ტექნოლოგიები ან პერსონალიც აუცილებლობა ხდება მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მსგავსი სტატია: დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად - მაკო ჟორჟიკაშვილი

ეს კი, ახალი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ ბაზრების ათვისებას აპირებს, ხშირად საკმაოდ რთული ამოცანაა, თუ თითქმის შეუძლებელი არა. უკვე ითქვა, რომ ახალბედა კომპანიებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ ფართო ბაზარზე გასვლა, თუ ფინანსებს არ დაინანებენ და საკუთარ თავს საჭირო ტექნოლოგიების შეძენისა და პერსონალის დაქირავების უფლებასაც მისცემენ. რჩევა ნიშის მოძებნის შესახებ, ნამდვილად ლოგიკურია და მართლაც მოსახერხებელი, მაგრამ სულაც არ არის ბიზნესის ყველა სფეროში წარმატების მიღწევის სტრატეგია.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაამახვილონ კომპანიებმა სპეციფიკურ ნიშაზე ყურადღება, ანუ რატომ უნდა მონახონ იდეალური სამიზნე კლიენტები, კონკურენციასთანაა დაკავშირებული. ნიშა ხელს უწყობს კომპანიას სხვებისგან განსხვავებული გახდეს და მას მომხმარებელთა მოზიდვაშიც ეხმარება, აკმაყოფილებს რა მათ სპეციფიკურ მოთხოვნებს. ეს უბიძგებს კომპანიებს ან მხოლოდ გარკვეულ ნიშაზე გაამახვილონ მთელი ყურადღება, ან პირიქით − გაფართოვდნენ.

ნიშური ბაზარი და ნიშური პროდუქტი ერთი და იგივე არ არის

ხშირად მინახავს, როგორ ერევათ ახალბედა ანტრეპრენერებს ერთმანეთში ნიშური ბაზრისა და ნიშური პროდუქტის ცნებები. როდესაც მათ იდეალური სამიზნე კლიენტის მოძებნას ურჩევენ, ეს კონკრეტული დემოგრაფიული ჯგუფის მოძებნას ნიშნავს, რომლის მომსახურებაც ისე შეგიძლიათ, როგორც ბიზნესს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხშირად თქვენი ნიშის მოძიებას გულისხმობს ბაზარზე. ისეთი კატეგორია, როგორიცაა „მამაკაცები“, ტანსაცმლის მწარმოებლისთვის ფართო ბაზარია, მაგრამ თუ კომპანია მოზარდ ბიჭებზე ორიენტირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ფართო ბაზარზე ნიშური ბაზარი ასაკობრივი ნიშნით მოძებნა. მეორე მხრივ, ნიშურ პროდუქტთან მუშაობა იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი მთლიანად კონკრეტული ტიპის პროდუქტზეა ორიენტირებული, იმავე ტიპის ან მსგავსი პროდუქტების უფრო ფართო კატეგორიაში. მაგალითად, „ქურთუკები“ ფართო კატეგორიაა, მაგრამ ლაბადაზე ორიენტირება ცოტა არ იყოს ამარტივებს თქვენი წარმოების პროცესებს.

ანტრეპრენერებმა უნდა გაიაზრონ ეს განსხვავებები და ისიც, თუ სად კვეთენ ისინი ერთმანეთს. ნიშური პროდუქტის მოძიება, რომელიც ავტომატურად ავიწროვებს თქვენს ნიშურ ბაზარს, ძალიან მარტივია. ამის მაგალითია „ზრდასრული მამაკაცის ფეხსაცმელი“, რომელიც ნიშა პროდუქტია ფეხსაცმლის უფრო დიდ კატეგორიაში. კომპანია, რომელიც მამაკაცის ფეხსაცმელს აწარმოებს, ბუნებრივია, მოზრდილ მამაკაცთა ფართო კატეგორიას მოემსახურება. თუ კომპანია მამაკაცის სპორტული ფეხსაცმლის წარმოებაზე გადაწყვეტს ყურადღების გამახვილებას, ბუნებრივია, ეს ბაზარი იმ მამაკაცებზე იქნება  გათვლილი, რომლებიც ფიტნესით არიან დაკავებული.

სიახლე! ეიძინეთ ქართველი ანტრეპრენერების პროდუქცია ონლაინ: shop.entrepreneur.ge

ეს განსხვავება აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავიანთი ბაზარი კიდევ უფრო სპეციფიკურ აუდიტორიაზე მიმართონ.  სინამდვილეში, გაცილებით გონივრულია, კომპანიებმა თავიანთ ნიშურ ბაზარს, რაც კი შეუძლიათ, ყველა პროდუქტი შესთავაზონ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის სპორტული აქსესუარის, წინდების, სამკლაურების და სხვა ამ ტიპის პროდუქციის შეთავაზება. ამ გზით, ბიზნესმა შესაძლოა, ნიშა პროდუქტის შეთავაზება ვერ შეძლოს, მაგრამ მაინც ნიშა ბაზარს მოემსახუროს.

გარკვეულ ნიშაზე ორიენტირება მარადიული არ არის

Facebook პირველად პლატფორმა იყო, რომელიც კოლეჯის სტუდენტებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ახლა უკვე მეგაკონგლომერატია, რომელიც თითქმის ყველაფერში იღებს მონაწილეობას, რასაც კი ინტერნეტი გვთავაზობს. ეს თანდათანობითი, მაგრამ მიზანმიმართული ზრდით ხდება. ნიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს, როდესაც ბიზნესი საკმარისად გაიზრდება და თავისი ნიშის ან არსებული აუდიტორიის საზღვრებს გადალახავს.

ნიშა მართალია კომფორტულია, მაგრამ ადვილად შეიძლება ანტრეპრენერის ამბიციების მტრად იქცეს, რადგან თავისი არსით პატარაა და სარისკო ხდება. უკეთესმა ტექნოლოგიამ, პოლიტიკის ან საძიებო სისტემის ცვლილებებმა, რომლებიც თავის ალგორითმს ცვლის, შესაძლოა მყისიერად გაგაკოტრონ. სწორედ ამიტომ არის მიზანშეწონილი, რომ კომპანიამ თავისი საქმიანობა პატარა ნიშით დაიწყოს, მაგრამ ამ საზღვარს მიღმა ზრდა დაისახოს მიზნად.

ისიც უნდა ითქვას, რომ ნიშის დატოვება დიდი რისკია, განსაკუთრებით იმისა, რომელიც კარგად ემსახურებოდა თქვენს ბიზნესს. მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ ლიდერები ის ადამიანები არიან, რომლებსაც გარისკვა შეუძლიათ და უმეტესობა მზად არის, როდესაც ამის დრო დადგება, იქ დაიწყოს „თევზაობა, სადაც ზვიგენები დანავარდობენ“.

მსგავსი სტატია: 3 ეფექტური გზა კარგი ბიზნესშესაძლებლობის აღმოსაჩენად

რა ეტაპზეც უნდა იყოს თქვენი ბიზნესი, ნამდვილად ღირს იმის გარკვევა, ნიშური პროდუქტის გაყიდვა გსურთ თუ ნიშურ ბაზარზე გასასვლელი მცდელობების გაგრძელება. როდესაც თქვენს სამიზნე კლიენტებს იპოვით და წარმატებული ბიზნესიც გექნებათ, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ის საუკეთესო იყოს და ამ ნიშაში მისი მასშტაბირება მოახერხოთ. არ დაივიწყოთ, რომ ამ ბაზარზე ზრდასა და განვითარებაში ინვესტირება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განახორციელოთ.

Latest on Entrepreneur