საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ
ფოტო: პირბადე
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება და ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფოთში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვევა პროცესის ადგილზე გასაცნობად.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.