ჰორეკა სექტორს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა

"სინერჯი კაპიტალი" კომპანიებს პარტნიორობას სთავაზობს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ჩვენ ვაგრძელებთ პორტფელის გაფართოებას და უარს არ ვამბობთ ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებზე. პირიქით, ვფიქრობთ, რომ მათი მხარდაჭერა ახლა კრიტიკულია. პოსტ-კორონა ერაში სხვა რეალობა იქნება, სხვა საჭიროებები ექნებათ მომხმარებლებს და მნიშვნელოვანია ამისთვის ისინი სწორად და თან სწრაფად მოემზადონ. მათ შორის, როგორც სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, ისე ორგანიზაციული მოწყობის შეცვლა და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა ამის განსახორციელებლად. ჩვენ ვეძებთ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს, რომ ეს მხარდაჭერა გავუწიოთ, ისეთებს, ვინც მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაიხურნენ, მაინც ახერხებენ და ინარჩუნებენ გუნდის წევრებს. ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესი აქტივი, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც კომპანიაში გვხვდებიან. დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ შეგვეხმიანონ და სიამოვნებით გავიცნობთ დისტანციურად.“ - აცხადებს თამი ჭითაშვილი, სინერჯი კაპიტალის პორტფელის განვითარების დირექტორი.

Entrepreneur.ge

სინერჯი კაპიტალი შექმნილია სინერჯი ჯგუფის მიერ. ამჟამად 20-მდე მზარდი კომპანია ჰყავს პორტფელში, რომელთა განვითარებაზე და გაფართოებაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას.