📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Catapult VC საქართველოში $50 მილიონიანი ფონდით შემოვიდა GITA 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ქეთი სიდამონიძე

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "კატაპულტ ჯორჯიას" შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. "სილიკონ ველის" ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.

"კატაპულტის" დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერმა დამსწრე აუდიტორიას ფონდის გეგმები გააცნო. ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.

„კატაპულტი" არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია "სილიკონ ველის" გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია Jet.com-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), Dollar Shave Club-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), Freshly-ში (შეიძინა Nestle-მ $1,5 მილიარდად) IfOnly-ში (შეძენილია Mastercard-ის მიერ) MapR Technologies-ში (შეძენილია HP-ის მიერ) და მრავალი სხვა. ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს Madison Reed, Qumulo, InsideView, Price.com, Zenplace, Kanler, Joy, Manufactured.Net, BillFloat და ბევრ სხვა კომპანიას, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. Catapult Ventures-ის პარტნიორები საქართველოში არიან "სტარტაპ გრაინდ თბილისი" და US Market Access Center.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას