გამომძიებლები TESLA-ს ავტოპილოტის მიერ გამოწვეულ ავარიებს სწავლობენ

სულ დაახლოებით 765,000 ავტომობილს შეისწავლიან

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამერიკულმა უსაფრთხოების მარეგულირებელმა ორგანოებმა 13 აგვისტოს მომხდარი მთელი რიგი საგზაო შემთხვევების შემდეგ, რომლებშიც სასწრაფო დახმარების ავტომობილებიც აღმოჩნდნენ, Tesla-ს ავტოპილოტის პროგრამის ოფიციალური გამოძიება დაიწყეს.  

საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოძიების დაწყების შესახებ 16 აგვისტოს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 2018 წლის იანვრიდან Tesla-ს ავტომობილების გამო 11 უბედური შემთხვევა მოხდა და ეს ავტომობილები „თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ავტომობილებს შეეჯახნენ და შემდეგ კიდევ ერთ და მეტ ავტომობილს“. ამ საგზაო შემთხვევების დროს, დაიღუპა ერთი და ტრავმები მიიღო 17-მა ადამიანმა.

თავდაპირველად, Tesla-ს 2014 წლიდან 2021 წლამდე პერიოდშია გამოშვებულ შემდეგი მოდელების  Y, X, S და 3, ავტოპილოტებს შეისწავლიან. გამოძიება სულ დაახლოებით 765,000 ავტომობილს შეისწავლის ამერიკაში.

„ინციდენტების უმრავლესობა დაბნელების  შემდეგ მოხდა. საგზაო შემთხვევების დროს კონტროლის ყველა ზომა იყო ამოქმედებული, მათ შორის, ავტომობილის პირველადი რეაგირების ფარებიც იყო ჩართული, სასიგნალო რაკეტებიც, მანათობელი ისრებიც და საგზაო კონუსებიც”, - ნათქვამია დეფექტების შემსწავლელი ოფისის წინასწარი გამოძიების დასკვნით ნაწილში . „დადასტურებულია, რომ შეჯახებამდე ყველა ავტომობილის საკონტროლო სისტემები ავტოპილოტის, ან კრუიზ კონტროლის რეჟიმში გააქტიურდა”.

გამოძიება შეაფასებს იმ ტექნოლოგიას და მეთოდებს, რომლებიც  მძღოლების მონიტორინგისა და მათი დახმარებისთვის გამოიყენება ავტოპილოტის ჩართვისას, და ამასთან ერთად, საგზაო შემთხვევების გამომწვევ გარემოებებსაც შეისწავლის.