📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: სტარტაპერი

თიბისის პროგრამა სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. სპეციალურად შენი სტარტაპისთვის ელვისზე სტარტაპერის კატეგორია შეიქმნა.

პარტნიორობის ფარგლებში, გეძლევა შესაძლებლობა, ელვისის აპლიკაციაში დაემატო სტარტაპერის კატეგორიაში და სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით თებერვლამდე.

ნებისმიერს სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და ისარგებლოს ელვისის საკურიერო მიტანის სერვისით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მათთვის მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლით მისამართზე: https://bit.ly/startuperi-elvis, ელვისის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

ელვისი ქართული მაღალტექნოლოგიური მიტანის სერვისია, რომელიც პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლების წინაშე არსებულ პრობლემებს აგვარებს.

ელვისის მულტიფუნქციური პლატფორმა მოიცავს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საჭიროა მომხმარებლის, კურიერისა და პარტნიორი კომპანიის ეფექტური კომუნიკაციისთვის. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკვები ან საცალო პროდუქტები და მიიღოს სწრაფი და საინტერესო მიწოდების სერვისი გამჭირვალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებლით.

პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას.

ელვისის და სტარტაპერის მხარდაჭერით, სტარტაპერებისთვის ელვისის პლატფორმაზე უფასოდ განთავსება თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ