Get All Access for $5/mo

გირჩევთ წაიკითხოთ: ლიდერობის მანიფესტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

თუ მუდმივად ეძებთ განვითარების გზებს, ახალ მიდგომებს, გაინტერესებთ, ხომ არ არსებობს უფრო ეფექტური გზა თქვენი ხედვებისა და მიზნების, საკუთარი თუ ორგანიზაციის კეთილდღეობის მისაღწევად - ეს წიგნი უდავოდ თქვენთვის არის.

"ლიდერობის მანიფესტი" დარგის პრაქტიკოსებისთვის, ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალებისთვისაა, თუმცა, დააინტერესებს და გამოადგება ყველას, ვისაც სურს უკეთესი ლიდერი გახდეს.

ამ წიგნის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის მისი ფოკუსირება ლიდერობის განვითარების, როგორც უწყვეტი პროცესის მნიშვნელობაზე. ავტორები - რობერტ ანდერსონი და უილიამ ადამსი, ამტკიცებენ, რომ ლიდერობა არა სტატიკური უნარების ნაკრები, არამედ უწყვეტად განვითარებადი და მაქსიმალურად მოქნილი პროცესების ერთობლიობაა.

წიგნში წარმოდგენილია უამრავი სავარჯიშო და ინსტრუმენტი, რომლებიც დაეხმარება მკითხველს გამოავლინოს ლიდერობის ძლიერი და სუსტი მხარეები და შეიმუშავოს პერსონალიზებული განვითარების გეგმა. წიგნში ვრცლად არის განხილული ის გამოწვევებით სავსე გზა, რომელიც ლიდერმა უნდა გაიაროს - გზა, რომელიც სავსეა ამოცანებითა და მოთხოვნებით, რომელზეც ლიდერი ტრანსფორმაციას განიცდის.

"ლიდერობაში დგება მომენტები, როდესაც ყველაფერი სასწორზე დევს, როდესაც სულის კაიაკი "ტრიალდება" და თვალი უკიდეგანო ჰორიზონტს გასცქერის. როდესაც ადამიანს შიში ეუფლება, პირველ რიგში წყვეტს, ცოცხალი გადარჩეს"

წიგნი ყველასთვის გასაგები ენით არის დაწერილი და ორგანიზებული, რთული ცნებების მკაფიო და ლაკონური ახსნა-განმარტებით. ავტორები იყენებენ რეალურ მაგალითებს და კვლევებს საკვანძო პუნქტების საილუსტრაციოდ, რაც წიგნს უფრო მეტად მიმზიდველს და პრაქტიკულს ხდის.

ის, რაც განასხვავებს "ლიდერობის მანიფესტს" სხვა მსგავსი თემატიკის წიგნებისგან, არის მისი აქცენტი პიროვნული განვითარების მნიშვნელობაზე. წიგნის ავტორები აღნიშნავენ, რომ კარგმა ლიდერმა პირველ რიგში თვითგანვითარებაზე უნდა იზრუნოს, რათა შესაბამისი მიდგმები შეიმუშავოს კოლეეგებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

მთლიანობაში, "ლიდერობის მანიფესტი" არის პრაქტიკული სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს გაიუმჯობესოს ლიდერობის უნარები.
ანდერსონისა და ადამსის მიდგომა ეფუძნება კვლევის მყარ საფუძველს და მათ მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც მათ სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებთან მუშაობისას დააგროვეს. მიუხედავად იმისა, უკვე გამოცდილი, მაღალი რგოლის მენჯერი ხართ, თუ ჯერ მხოლოდ დამწყები, ეს წიგნი აუცილებლად დაგეხმარებათ ლიდერული უნარების გაუმჯობესებაში.

შეიძინე "ლიდერობის მანიფესტი" Entrepreneur Shop-ზე და მიიღე თბილისში უფასოდ.
წიგნი ხელმისაწვდომია ასევე ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და Palitra L-ის ვებ გვერდზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"